კლიჩკო თუ ჯოშუა - დეკემბერში, მანჩესტერში დიდი ჩხუბი იქნება

AutoSharing Option
გაირკვა ვლადიმირ კლიჩკოს მორიგი მეტოქე. უკრაინელი მძიმეწონოსანი მორიგ შეხვედრას მსოფლიოს საკრივო ფედერაციის (IBF) ვერსიით ჩემპიონის, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ BBC-ის აცნობა ბრიტანელის პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

"მოკრივეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, მათ შორის, ფინანსური მხარე. ბრძოლის შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. დიდი ალბათობით, შეხვედრას მანჩესტერი უმასპინძლებს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ბოლო 10 წლის განმავლობაში: ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც დომინირებდა 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა ჰირნმა.

ბრძოლის სავარაუდო თარიღია - 2016 წლის დეკემბერი.

ენტონი ჯოშუა 2012 წლის
ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. 27 წლის ბრიტანელმა 17 ბრძოლა გამართა პროფესიულ რინგზე და ყველა ნოკაუტით მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული