უმცროს კლიჩკოს პოლიტიკა არ აინტერესებს

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ განაცხადა, რომ არ უკავშირებს თავის მომავალ პოლიტიკას.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს უმცროსი ძმა არ არის დაინტერესებული პოლიტიკური კარიერით. შესაბამისი განცხადება მან ძმები კლიჩკოების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

"არსებობს მაგალითები, რომ უმცროსი ძმა იმეორებს იმას, რასაც უფროსი აკეთებს. ეს სპორტსაც ეხება. მე მქონდა ამბიციები მიმეღწია ისეთივე წარმატებებისთვის, როგორიც ვიტალის ჰქონდა. ამ ეტაპზე, მე სპორტსმენი ვარ. სპორტი და პოლიტიკა უკავშირდება ერთმანეთს.

ამის მაგალითია ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ან ოლიმპიური თამაშები. მე უკვე ვამზადებ კარიერას სპორტიდან წასვლის
შემთხვევისთვის. როცა რინგიდან ჩამოვალ, გავაკეთებ განცხადებას ჩემი ახალი საქმიანობის შესახებ. უკავშირდება თუ არა ის პოლიტიკას? ვფიქრობ, რომ არა. ბევრს არ ვილაპარაკებ, რათა უფრო მეტი ინტერესი იყოს ჩემი მომავალი ნაბიჯების მიმართ", - აღნიშნა ვლადიმირ კლიჩკომ.

დღეისთვის, უკრაინელი ემზადება ტაისონ ფიურისთან მატჩ-რევანშისთვის, რომელიც 29 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული