მექსიკური ნოკაუტი: ალვარესმა ხანი ერთი დარტყმით დასცა

AutoSharing Option
გუშინ, ლას ვეგასში დიდი ბრძოლა გაიმართა. საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს საულ ალვარესს (47-1-1, 33KO) ექვსი რაუნდი დასჭირდა ბრიტანელი ამირ ხანის (31-4, 19KO) დასამარცხებლად. მექსიკელმა ერთი დარტყმით გაუშვა მოწინააღმდეგე ნოკაუტში.

როგორც მოსალოდნელი იყო, საწყისი რაუნდები ხანის უპირატესობით მიმდინარეობდა. ალვარესი ვერაფრით აჰყვა ბრიტანელის ტემპს და ძალიან ბევრი დარტყმა გაატარა თავის არეში.

პირველი ოთხი რაუნდის განმავლობაში, პრეტენდენტი აშკარად დომინირებდა რინგზე, მექსიკელს კი არაფერი გამოსდიოდა. თუმცა უკვე მეხუთე რაუნდში ალვარესმა შესაბამისი კორექტივები შეიტანა საკუთარ მოქმედებაში და წარმატებით ხვდებოდა ხანს კორპუსში დარტყმებითა და ჯებებით.

ერთ-ერთმა
ასეთმა ჯებმა თვალის ქვემოთ ჭრილობა გაუხსნა ინგლისელს, მაგრამ მალე ეს სისხლდენა ხანსა და მის გუნდს აღარც ახსოვდათ - მეექვსე რაუნდში ალვარესმა მარჯვნიდან უძლიერესი დარტყმა შეასრულა, რომლითაც ხანი ღრმა ნოკაუტში ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ WBC-ის დირექტივის თანახმად, მომდევნო ბრძოლაში ალვარესი ვალდებულია ტიტული დაიცვას დაუმარცხებელი ყაზახის გენადი გოლოვკინის (35-0, 32KO) წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში, მას, შესაძლოა, ჩამოართვან WBC-ის ტიტული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიცოდი რო მოუგებდა ალვარესი გოლოვკინის და ალვარესის ბრძოლა ძალიან მაგარი იქნება სასწორზე იდება მისი ქამარი გოლოვკინი ძალიან ძლიერი მოკრივეა
levani naborashvili
03:36 10-05-2016
0

სიახლეები პოპულარული