დიდ ბრძოლას 2016 წელს გვპირდებიან

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა ტიტული შეინარჩუნა ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში ჩატარებულ ბრძოლაში.

ამ შეხვედრის შემდეგ, უაილდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკვე 2016 წელს შეძლებს სუპერმძიმე კატეგორიაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან შეხვედრას. ამერიკელმა ისიც დაამატა, რომ ეჭვი არ ეპარება უკრაინელთან გამარჯვებაში, რითაც მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

"იმედი ვიქონიოთ, რომ კლიჩკოსთან მომავალ წელს შევძლებ შეხვედრას, - ამბობს უაილდერი. - ეს ბრძოლა აქტუალური იქნება იქამდე, სანამ მე ვიგებ ჩემს
შეხვედრებს და ის იმარჯვებს თავის ბრძოლებში. შეხვედრა ძალიან მალე უნდა გაიმართოს და ჩვენ გამოვავლენთ სუპერმძიმე კატეგორიაში აბსოლუტურ ჩემპიონს".

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკოს უახლოესი მეტოქეა ბრიტანელი ტაისონ ფიური. მათ გასულ უქმეებზე უნდა ეჩხუბათ დიუსელდორფში, მაგრამ შეხვედრა უკრაინელის ტრავმის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული