მოჰამედ ალი "ტვიტერზე" დარეგისტრირდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მოჰამედ ალიმ, რომელსაც ამას წინათ 72 წელი შეუსრულდა, თავისი პირველი შეტყობინება დატოვა "ტვიტერის" სოციალურ ქსელზე.

ეს სამშაბათს, 25 თებერვალს მოხდა - იმ დღეს, როცა სონი ლისტონთან მისი ლეგენდარული ბრძოლიდან ზუსტად 50 წელი შესრულდა. იმ შეხვედრის მოგებით, ალი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში.

"ლისტონთან" ბრძოლით მე შევძარი მთელი მსოფლიო. 50 წლის შემდეგ ამის შესახებ "ტვიტერში" ვწერ",
- დაწერა 72 წლის ალიმ, რომელმაც თავის შეტყობინებას ფოტო დაურთო. ეს სურათი ლისტონთან გამარჯვების შემდეგ არის გადაღებული.

ადრე ალის ოფიციალურ ექაუნთზე
მის ციტატებსა და ფოტოებს აქვეყნებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული