მენი პაკიაოს გამოწვევა: უფასოდ მაინც იჩხუბონ

AutoSharing Option
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 35 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ უჩვეულო გამოწვევა ესროლა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს, 36 წლის ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს.

პაკიაომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ჩხუბის სანაცვლოდ მეივეზერის ყველა მოთხოვნას დათანხმდეს, მაგრამ მხარეებს შორის ერთ-ერთი საკამათო საკითხი ჰონორარის გაყოფაა. ფილიპინელს ამასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს: მოკრივეებმა უფასოდ იჩხუბონ და ბრძოლის მთლიანი შემოსავალი მთელ მსოფლიოში ქველმოქმედებას მოახმარონ.

"მე არ გამაჩნია განსაკუთრებულად გამძაფრებული ლტოლვა ფულის ან სხვა მატერიალური ღირებულებების გამო ჩხუბისთვის,
- ამბობს პაკიაო. - ერთადერთი არ ვარ,
ვისაც სურს ასეთი ბრძოლის ორგანიზება. იგივე უნდა კრივის ნებისმიერ გულშემატკივარს. მზად ვარ, გავიარო ნებისმიერი სიმკაცრის დოპინგ-ტესტი. ვთავაზობ ფლოიდს, რომ ბრძოლის კონტრაქტში შეიტანონ შემდეგი პუნქტი:

ამ შეხვედრისთვის არანაირ თანხას არ მივიღებთ. ყველანაირი შემოსავალი - გარანტირებული ჰონორარი, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა, ფასიანი ტრანსლაციები და რეკლამა - მხოლოდ ქველმოქმედებას მოხმარდება. პუბლიკა სულ უფრო აქტიურად ითხოვს პაკიაოსა და მეივეზერის ჩხუბის ორგანიზებას. ერთადერთი ხერხი, რომლითაც მეივეზერმა შეიძლება ჩემთან ბრძოლა აიცილოს თავიდან - სპორტიდან წასვლაა. ფლოიდ, შენ თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, იჩხუბე ჩემთან! მოდი, ეს გავაკეთოთ არა ფულის გამო, არამედ იმისთვის, რომ კრივის ფანები უფრო ბედნიერები იყვნენ".


ჰეი იმედს არ კარგავს
ბრიტანელმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან რევანშის ორგანიზების დიდი სურვილი აქვს.

"ვლადიმერს წარმატებას ვუსურვებ ლეაპაისთან მომავალ ბრძოლაში. ის ხვდება მოკრივეს, რომლის გვარი არასოდეს გამიგია. იმედია, კლიჩკო გაიმარჯვებს, ჯანმრთელობას შეინარჩუნებს და კარიერას გააგრძელებს იქამდე, სანამ მხრის ტრავმას ვიმკურნალებ და მზად ვიქნები რინგზე დაბრუნებისთვის კლიჩკოსთან რევანშის ასაღებად"
, - მოჰყავს ჰეის სიტყვები Worldboxingnews.net-ს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კლიჩკომ დევიდ ჰეი 2011 წელს, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 2013 წლის ნოემბერში ბრიტანელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმაში აქვს რინგზე დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული