ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერს ემუქრება

AutoSharing Option
ბრიტანელმა ამირ ხანმა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა შაბათს, ლას ვეგასში ქულებით დაამარცხა მექსიკელი საულ ალვარესი. თავად ამირ ხანს 7 დეკემბერს ელის სატიტულო ბრძოლა ამერიკელ დევონ ალექსანდერთან.

"მეივეზერი საოცარი ტაქტიკოსია, მაგრამ მე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ უპირატესობა გამაჩნია სისწრაფეში. საუკეთესოებთან ბრძოლა მსურს, ამიტომაც მეივეზერი - ნომერ პირველი სამიზნეა. არ ვამტკიცებ, რომ ჩვენს ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებ, მაგრამ უპირატესობა სისწრაფეში მისი დამარცხების საშუალებას მომცემს. მასზე მოგება მსოფლიოში უძლიერეს მოკრივედ მაქცევს", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ხანმა.

თავის მხრივ,
საულ ალვარესის დამარცხების შემდეგ ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ გააჩნია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მაისში აპირებს შემდეგი ბრძოლის ჩატარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უბრალოდ საუკეთესო ფლოიდ მეივეზერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული