მატჩრევანში 11 ნოემბერს, ლას ვეგასში?

AutoSharing Option
უკრაინელი და ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნების - ვლადიმირ კლიჩკოსა და ენტონი ჯოშუას მატჩ-რევანში, შესაძლოა, ლას ვეგასში გაიმართოს.

ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ უკვე პრაქტიკულად განსაზღვრულია კლიჩკოსთან ბრძოლის თარიღიც და ადგილიც.

"მე ვიყავი ვეგასში, რათა მიმეღო ნევადას შტატში პომოუტერული ლიცენზია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შევხვდი MGM-სა და T-Mobile Arena-ს წარმომადგენლებს. სწორედ ლას ვეგასია ბრძოლის ჩატარებაზე მთავარი პრეტენდენტი. ამ მომენტისთვის განიხილება თარიღი - 11 ნოემბერი.

სავარაუდოდ, დაგვჭირდება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ საორგანიზაციო საკითხები. ვფიქრობ, კლიჩკო მაინც გადაწყვეტს რევანშის ჩატარებას და ბრძოლას სწორედ ვეგასი
უმასპინძლებს", - განაცხადა ჰირნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული