"ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ"

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს. მისი მიმართვა "ფეისბუქზე" სპორტსმენის მეგობარმა, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა.

"მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ.

არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი - ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით.

100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე
კრივზე. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით", - ნათქვამია ავთანდილ ხურციძის მიმართვაში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
უმწიკვლოები ციხეში არ ხვდებიან
tazo
16:48 07-07-2017
0
წაიღადავა თავის მოკლე ჭკუით.
odala
16:47 07-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული