ავთანდილ ხურციძე: სონდერსს ქამარი უნდა წავართვა, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივლისს ლონდონი Copper Box Arena WBO-ს ვერსიით საჩემპიონო კრივს უმასპინძლებს - საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ბილი ჯო სონდერსი ტიტულის დაცვას ქართველ ავთანდილ ხურციძესთან ბრძოლაში შეეცდება.

ახლახან ბრძოლისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

"ბრიტანეთში კიდევ ერთი ნოკაუტისთვის მოვდივარ. ტომი ლენგფორდს უკვე ჩამოვართი დაუმარცხებლის სტატუსი და ახლა ბილი ჯოსაც იმავეს ვუზამ და მის ქამარსაც გავაყოლებ შინ.

მოთმინებით ველოდი ჩემს საჩემპიონო შანსს და მას არ გავანიავებ. ბილი ჯოს შარშან არაფრის დიდებით არ სურდა ჩემთან ბრძოლა და მისთვის კარგი იქნებოდა,
წლეულსაც არ შემხვედროდა. მე, მისგან განსხვავებით, ბრძოლა მიყვარს".

შეგახსენებთ, რომ ბილი ჯო სონდერსი 24 ბრძოლიდან 24 გამარჯვებით იწონებს თავს. აქედან მან 12 ნოკაუტით მოიგო. ხურციძემ 33 ორთაბრძოლა მოიგო (22 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

სპეციალისტები კლასიკური გაგებით მოკრივისა და მოჩხუბრის ორთაბრძოლას ელიან, ოსტატობას ძალის წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდი ავთო დაუბრაგუნე მაგას ქუთაისურად ყბაში! ))
gela
11:45 17-05-2017
0
მიდი ავთო შენი იმედი გვაქვს
zura
11:10 17-05-2017
0

სიახლეები პოპულარული