ეს გარდაუვალია: ყველაფერი საუკუნის ბრძოლის შესახებ

AutoSharing Option
ბრძოლა მსოფლიოს ორ ყველაზე პოპულარულ მებრძოლს - კრივში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ფლოიდ მეივეზერსა და UFC-ის ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს შორის - გარდაუვალია. კონორი უკვე აფორმებს საკრივო ლიცენზიას ამერიკის შეერთებულ შტატებში და რეგულარულად მართავს სპარინგებს მოკრივეებთან, ფლოიდმა კი გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ბრუნდება რინგზე სპეციალურად ამ ბრძოლისთვის და უკვე კონტრაქტიც გააფორმა, რომლის ასლიც მაკგრეგორს გაუგზავნა.

რა უნდა მოხდეს, რომ კონორის ხელმოწერა გაჩნდეს ამ დოკუმენტზე?
პირველი ვარიანტი: ფლოიდმა, კონორმა და UFC-მ უნდა განიხილონ ბრძოლის პირობები, პირველ რინგში, ფინანსური და იპოვნონ გადაწყვეტილება, რომელიც ყველას
დააკმაყოფილებს.

მეორე ვარიანტი: კონორი მიდის UFC-დან და ფლოიდთან შუამავლების გარეშე აღწევს შეთანხმებას. ამით ის მიიღებს ამ ბრძოლის ჰონორარზე ყველა უფლებას.
ბრძოლა მეივეზერსა და მაკგრეგორს შორის, შესაძლოა, 10 ივნისს გაიმართოს.

Flocombat.com-ის ცნობით, ამ დღისთვის ბრძოლის ჩასატარებლად დაჯავშნილია ლას ვეგასის T-Mobile Arena. არენის ტევადობა საკრივო ორთაბრძოლებისას - 20 ათასი მაყურებელია.

"კონორი აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ ბრძოლა მეივეზერის წინააღმდეგ გაიმართება", - ამბობს მაკგრეგორის სპარინგ-პარტნიორი.
იგივეს ამბობს ცნობილი ირლანდიელი მოყვარული მოკრივე მაიკლ კონლანი. ის მაკგრეგორთან ერთ დარბაზში ვარჯიშობდა და ამბობს - თავად კონორია დარწმუნებული, რომ ფლოიდთან ბრძოლა ჩატარდება.

"მე ვნახე, როგორ ვარჯიშობს კონორი და ის შესანიშნავად გამოიყურება, - განაცხადა კონლანმა. - კარგ ფორმაში იყო და აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ ფლოიდთან ბრძოლა შედგება. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა.

აღფრთოვანებული ვარ ამ იდეით და მეც ვიმედოვნებ, რომ ის გაიმართება. კონორს ამაში მონაწილეობა ფულის გამო არ სურს - მას ამ ბრძოლის მოგება უნდა. არ სჯერა, რომ შეიძლება წააგოს. როცა საკუთარ ძალებში ასე დარწმუნებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.

ამ ბრძოლას უყურებენ კრივის ფანებიც და MMA-ის ფანებიც. მას ყველა დაელოდება, ისინიც კი, ვინც შეწუხებულნი არიან ატეხილი აურზაურით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული