ქართველმა კარატისტებმა კიევიდან თითო ოქრო-ბრინჯაო ჩამოიტანეს

AutoSharing Option
ცხრა ქვეყნის 287 წარმომადგენელი მონაწილეობდა კიო-კუშინ-კაი კარატეს A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც კიევმა უმასპინძლა.

შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმაც (ლაშა ხაჭაპურიძე, მიხეილ წიკლაური, ლევან ცინცაძე, გივი ბარკალაია) იასპარეზა მთავარი მწვრთნელის - ირაკლი დოლაბერიძის ხელმძღვანელობით.

განსაკუთრებით ლაშა ხაჭაპურიძემ იყოჩაღა - 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ხუთი მეტოქე დაამარცხა, მათ შორის - ფინალში ევროპის ჩემპიონ უკრაინელს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

+90 კილოში ბრინჯაოს დასჯერდა გივი ბარკალაია. საგულისხმოა, რომ მედლები სულ ოთხ წონაში გათამაშდა.

საბოლოო შედეგებით, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში რუსეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. დოლაბერიძის შეგირდებმა
მეორე ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული