თბილისი კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ნაკრების ხუთი სპორტსმენი სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაბრუნდა უკრაინაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან.

იაპონელმა დიდოსტატმა, მე-9 დანის მფლობელმა ტერუო ჩინენმა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ლევან როგავა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა, ევროპაში გოჯუ რიუს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მიღწეული შეთანხმებით, გაისად, 27-28 ივლისს, თბილისში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება ევროპის ქვეყნების მონაწილეობით.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული