ყველაზე მაღალი შეაფასება

AutoSharing Option
ახლახან ოკინავური გოჯუ რიუ კარატე-დოს სემინარი გაიმართა დნეპროპეტროვსკში მსოფლიოს 15 წამყვანი ქვეყნის მონაწილეობით. გამორჩეული კი იმით, რომ იგი მსოფლიო კარატეს ლეგენდარულმა ოსტატმა, ოკინავური გოჯუ რიუ კარატე-დოს შეფინსტრუქტორმა, მეათე დანის მფლობელმა, სენსეი მორიო ჰიგაონამ ჩაატარა. სემინარის გახსნას უკრაინის სპორტის სამინისტოროს ხელმძღვანელობა და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სემინარების შემდეგ გამოცდაზე საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა ცენტრის ხელმძღვანელი ლევან როგავა წარმოადგენდა ჩვენ ქვეყანას: "ერთხელაც გამოვცადე ჩემი თავი და ოსტატობის დონე. გამოცდა საკმაოდ მძიმე, რთული და საპასუხისმგებლო იყო, შეცდომა გამორიცხულია... გამოცდა 6 საათს გაგრძელდა, დავიმსახურე მესამე დანი.
გამოცდის შემდეგ სენსეი მორიო ჰიგაონამ მითხრა: გამორჩეული ხარ, ყველაზე მეტად შენ მომეწონეო და გოჯუ რიუს ოქროს სამკერდე ნიშანი მაჩუქა, რამაც ორმაგად ამიმაღლა განწყობა. ასეთი ოსტატის შეფასებს ავანსად ვთვლი. უნდა გავამართლო ჩემი ახალი რანგი - მესამე დანი", -გვითხრა ლევან როგავამ.

მისგანვე შევიტყვეთ, რომ 24-26 ივნისს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება კონტაქტურ კარატეში. "ეს არ არის მხოლოდ ხელით და ფეხით შეტევა ტანის კორპუსზე, თავზეც სრული კონტაქტია დაშვებული. წარმოიდგინეთ კრივი, მაგრამ კარატეს ფორმატში, დაშვებულია ჭიდაობაც, მახრჩობელა და მტკივნეული ილეთის ჩატარება. მხოლოდ იდაყვის დარტყმაა აკრძალული. გამარჯვებულია ვინც ორთაბრძოლის შემდეგ ფეხზე დარჩება. ფრე არ არის. თუ დამატებითი დროც არ იქნება საკმარისი, მაშინ მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ცხადდება უფრო აქტიური. ეს არის რეალური კარატე -ტრადიციული ორთაბრძოლების წესებით. ბაქოში გამარჯვების და მედლების იმედი გაქვს"...

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული