ფარიკაობის ახალი დარბაზი გაიხსნა

AutoSharing Option
15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თანამედროვე სტანდარტების ფარიკაობის ახალი დარბაზი გაიხსნა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

აქ ერთდროულად ხუთი 15-კაციანი ჯგუფი ივარჯიშებს. დაგებულია 10 საფარიკაო ბილიკი, რომლებზეც როგორც ეროვნული ჩემპიონატის, ასევე, საერთაშორისო ტურნირების ჩატარება შეიძლება.

დარბაზს აქვს კეთილმოწყობილი მწვრთნელთა ოთახები, საშხაპეები და ტრიბუნა 100-მდე მაყურებლისთვის. ახალი სარბიელის გახსნას დაესწრნენ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე, ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია.

ლადო ვარძელაშვილი: "ქართულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი მაღალი დონის დარბაზი შეემატა. ფარიკაობა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ჩვენთვის მისი განვითარება ორმაგად მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს დარბაზი მომავალ წარმატებათა წინაპირობა გახდება".

გიორგი ბარამიძე: "მინდა, მადლობა ვუთხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფარიკაობის ეროვნულ ფედერაციას ასეთი დარბაზის გახსნისთვის.

სპორტის განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდება სპორტის ამა თუ იმ სახეობით, მით უფრო აქტიური, ჯანსაღი და ძლიერი თაობა გვეყოლება, ამიტომ ახალი სპორტული ობიექტების შემატებას მივესალმებით და ყოველთვის მხარს დავუჭერთ".

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ შეიძლება დაწსვრილებით,რომ მომწეროთ თქვენი ზუსტი მისამართი.ბავშვის მინდა ვატარო ფარიკაობაზე და რამდენი წლიდან იღებთ?
keti chaxvashvili
21:08 17-12-2012
0

სიახლეები პოპულარული