ქართველი მუშკეტერები თბილისსა და პიზაში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე თბილისის ფარიკაობის დარბაზში 1995 წელს და უფრო გვიან დაბადებულ მუშკეტერთა საქართველოს პირველობა გაიმართა.

შეჯიბრებაში მასპინძლებთან ერთად ქუთაისის, რუსთავის, აჭარის, აფხაზეთისა და ოზურგეთის (სოფელ შრომაში წელიწადიც არ არის ფარიკაობის ჯგუფი გაიხსნა) 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საგულისხმოა, რომ იმერეთის ფარიკაობის ფედერაციამ (პრეზიდენტი ლევან კირკიტაძე) პირველობაზე სრულყოფილი - 24 სპორტსმენისგან დაკომპლექტებული გუნდი მოავლინა. დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:

გოგონები. ხმალი. 1. ქრისტინე ნოზაძე (თბილისი), 2. ანა სინატაშვილი, 3. თამარ კენჯია (ორივე - ქუთაისი), 3. ელენე ნანობაშვილი (თბილისი).

რაპირა. 1. ნუცა იაგორაშვილი
(თბილისი), 2. მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი), 3. ანა მელია, 3. ლიკა ჯიჯეიშვილი (ორივე - თბილისი).

დაშნა. 1. თამარ ჭეიშვილი, 2. მარიამ ზაკირჩენკო, 3. ნინო ფცქიალაძე, 3. ქრისტინე მიქაძე (ოთხივე - ქუთაისი).

ვაჟები. ხმალი. 1. გივი მერკვილაძე, 2. ოთარ შანიძე (ორივე - ქუთაისი), 3. ნიკოლოზ შენგელია, 3. ლევან ჩოთალიშვილი (ორივე - თბილისი).

რაპირა. 1. ნიკოლოზ ვეფხვიაშვილი (რუსთავი), 2. გიორგი ხართიშვილი, 3. გიორგი გელაშვილი (ორივე - თბილისი), 3. გიორგი ჭუმბურიძე (ქუთაისი).

დაშნა. 1. ლევან ფცქიალაძე, 2. ირაკლი ფანცხავა, 3. გიორგი ყურაშვილი (სამივე - ქუთაისი), 3. დაჩი გალდავაძე (თბილისი).

"სანამ კადეტები თბილისში არკვევდნენ ურთიერთობას, მათმა თანატოლებმა - ლუკა ღაღანიძემ, თეონა გოგლიძემ (რაპირა) და საბა სულამანიძემ (ხმალი) დედაქალაქის ფარიკაობის ფედერაციისა (პრეზიდენტი პაპუნა პეტრიაშვილი) და მერიის დაფინანსებით იტალიის ქალაქ პიზაში შაბათ-კვირას კადეტთა ევროპის თასზე იასპარეზეს.

სულამანიძემ 96 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ღაღანიძე და გოგლიძე, შესაბამისად, 92-ე და 93-ე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.

რაც შეეხება მოხმალავეთა ეროვნულ ნაკრებს (ბექა და სანდრო ბაზაძეები, კახაბერ მაღრაძე, მიხეილ მარდალეიშვილი), ამჟამად მთავარი მწვრთნელის - მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით რომში იტალიის და იაპონიის გუნდებთან ერთად ემზადება მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპისთვის. ამ პირად-გუნდურ სალიცენზიო შესარჩევ შეჯიბრებას მომავალ უქმეებზე იტალიური პადოვა უმასპინძლებს", - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული