პირველი მედლები დღეს გათამაშდება

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვოში დღეს დაიწყება 1994-1995 წლებში დაბადებულ ძალოსანთა ევროპის პირველობა, რომელშიც ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით 5 ქართველი ათლეტიც იასპარეზებს.

დღესვე ცნობილი გახდება ვაჟთა 56 კილოში გამარჯვებულის ვინაობა. ჩვენგან ფიცარნაგზე გავა ჩაქველი დებიუტანტი რამინ შამილიშვილი, რომელიც ევროპის ძალოსნობის ფედერაციაში გაგზავნილ სპორტსმენთა წინასწარი შედეგებით (ორჭიდში 200 კგ) მეშვიდე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს. წონის ფავორიტია თურქი ოკან იილმაზი, რომლის პირადი რეკორდია ორჭიდში 230 კილოგრამი. მას რვა კილოთი ჩამორჩება რუსი ასალი აბდულგაშიმოვი, 22 კილოთი - იტალიელი მიჩელ დი ჯუსტო. თუმცა, ეს ყველაფერი
პირობითია. პრიზიორის ვინაობას ჩეხანოვოს ფიცარნაგი გამოავლენს.

24 აგვისტოს დაუპირისპირდება მეტოქეებს მსგავსი პირველობის შარშანდელი პრიზიორი ქუთაისელი შოთა მიშველიძე (62), 25-ში ჩაქველი ჯაბა ჩიბურდანიძე და ზუგდიდელი ბაჩანა ქუხალავა (ორივე-69 კგ) იბრძოლებენ მედლებისთვის, 26 აგვისტოს კი ზუგდიდელი თემურ პერტაია მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული