შეხვედრა მედალოსნებთან

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ყაზანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ისპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. გია მაჭავარიანმა (105 კგ) 183 კილო აიტაცა, 217 კილო აკრა, ორჭიდში 400 კილოგრამი მოაგროვა და სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძეს მცირე ბრინჯაოს მედალი ატაცში (184 კგ) ერგო. გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი წარმატებული სპორტსმენებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეც ესწრებოდა.

"საქართველოს ნაკრები ორი თვეა, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მცირე დროის მიუხედავად,
შედეგი თვალსაჩინოა. ნაკრები მსოფლიოს ჩემპონატისთვის ახალი გეგმით მოემზადება და იქ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება", - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა, რომელმაც ევროპის პრიზიორებს წარმატება მიულოცა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული