ჰომოფობების შეტევა ამიენში

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ ამიენში უცნობების ჯგუფი თავს დაესხა მოცურავე მელანი ენიკსა და მის ორ მეგობარს.

სპორტსმენის თქმით, თავდასხმა რესტორანში მოხდა. ენიკს და მის მეგობრებს ოთხი უცნობი ადამიანი მიუახლოვდა.

ჯერ სიგარეტის მოკიდება სთხოვეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მოცურავეს არატრადიციური სექსუალური ორიენტაციისთვის და ცემა დაუწყეს სპორტსმენის ერთ-ერთ თანმხლებს, რომელსაც ცხვირი გაუტეხეს.

"მე ასეთი ვარ. ჰომოფობები სერიოზულად უნდა დაისაჯონ. ჰომოფობია რასიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა და უნდა ისჯებოდეს, როგორც ნებისმიერი დისკრიმინაცია", - განაცხადა 22 წლის ფრანგმა.

ენიკი - მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ის ბატერფლაიში
სპეციალიზდება. სპორტსმენი აგრეთვე საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის თანამშრომელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული