რუსებს ცურვაში მედლები ჩამოერთვათ

AutoSharing Option
რუსი მოცურავე ვიტალი მელნიკოვი დოპინგის გამოყენების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, - იტყობინება ცურვის საერთაშორისო ფედერაცია.

დანიაში ევროპის 2013 ჩემპიონატზე აღებულმა ორივე დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ ერითროპოეტინზე. 2014 წლის აპრილიდან მელნიკოვი ჩამოშორებული იყო საერთაშორისო ტურნირებს.

საერთაშორისო ფედერაციის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებს ჩამოერთვა ორი მედალი, რომელიც ამ სპორტსმენის დახმარებით მოიპოვა - ოქრო კომბინირებულ ესტაფეტაში და ვერცხლი 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში.

დისკვალიფიკაციის ვადა 2015 წლის 12 დეკემბერს ამოიწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული