ფედერიკა პელეგრინი პაუზას იღებს

AutoSharing Option
პეკინის თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული ფედერიკა პელეგრინი ლონდონის ოლიმპიადაზე განცდილი კრახის შემდეგ ერთი წლით დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს. ცნობილ მოცურავეს დასვენება და ძალების მოკრება აქვს გადაწყვეტილი.

23 წლის იტალიელი ქვეყნის მოცურავეთა ნაკრების მთავარი იმედი იყო, მაგრამ თავის საყვარელ დისციპლინებში - თავისუფალი სტილით 200 და 400 მეტრ დისტანციებზე მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

არადა, მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე პელეგრინი ზედიზედ იგებდა ოქროებს ამ სახეობებში.

"ძალიან დამწუხრებული არ ვარ, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, - აღნიშნა პელეგრინიმ. - ჩემი მომზადება ისეთივე
იყო, როგორიც წინა წლებში, მაგრამ სპორტში ასეთი რამ ხდება. იმედია, მოვახერხებ 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამგზავრებას, მაგრამ შემდეგ სეზონში არ ვაპირებ სტარტებზე გასვლას. ცხადია, რომ ახლა დასვენება მესაჭიროება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული