აბაშაში ტრადიცია გაიხსენეს

AutoSharing Option
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინიციატივით ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში აბაშის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ფოთის, ქუთაისის და ჩოხატაურის მხედრების მონაწილეობით შეჯიბრება გაიმართა.

პროგრამაში შედიოდა ისინდი, ცხენბურთი, დოღი სამ დისტანციაზე. ისინდში სენაკისა და აბაშის გუნდების ფინალურ პაექრობაში გამარჯვება სენაკელებმა მოიპოვეს 13:11, ცხენბურთში კი იმავე გუნდების დაპირისპირება 6:6 დასრულდა.

1400 მეტრზე დოღში ადგილები ასე განაწილდა: 1.ალიკა მირუაშვილი (აბაშა, ცხენი "ჩანჩქერა"), 2.თორნიკე სულაბერიძე (ქუთაისი, ცხენი "დაბუნი"), 3. გიორგი რუსია (მარტვილი, ცხენი "ალმასი").

2400 მეტრი: 1.გიორგი გოჩოლეიშვილი (აბაშა, ცხენი "ჟრუანტელი"), 2.სიმონ გაჩეჩილაძე (აბაშა, ცხენი "განგაში"),
3. დავით ბრეგაძე (ქუთაისი, ცხენი "ტაურა").
3600 მეტრი. 1. ალიკა ლილუაშვილი (აბაშა, ცხენი "შურდული"), 2. ვარდენ ხურცია (მარტვილი, ცხენი "სიგელი"), 3. გოგა გვაზავა (აბაშა, ცხენი "ტორნადო").

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა მოიპოვეს აბაშელმა ცხენოსნებმა. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად დაიკავეს სენაკისა და ქუთაისის ცხენოსნებმა. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მათთვის დაწესებული პრიზებით, მედლებითა და დიპლომებით.

შეჯიბრებაში მონაწილეობდა ერთადერთი გოგონა - ფოთელი თეონა ტყებუჩავა, რომელის სიჩაუქემ მრავალრიცხოვანი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ჩვენთან საუბარში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გურამ გუნავამ თქვა, რომ ასპარეზობა მომავალი წლიდან უფრო მასშტაბური გახდება, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, საერთოდ მეტი ყურადღება მიექცევა ცხენოსნობის სპორტის ტრადიციულ სახეობებს.

ბესიკ გვაზავა აბაშიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული