მაიკლ ოუენმა დოღში მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, 36 წლის მაიკლ ოუენმა ასკოტში საქველმოქმედო დოღში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავიდა.

დოღში, რომელშიც ათმა ჟოკეიმ მიიღო მონაწილეობა, ინგლისის მრავალი ცნობილი პიროვნება დაესწრო.

"ვერ ვმალავ სიხარულს. ყველაფერი ძალიან მომეწონა. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ბრაზილიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისევ ვითამაშე. ჩემი ტელეფონი "ლამის გადაირია". კეთილისმსურველებმა უამრავი შეტყობინება გამომიგზავნეს",-განაცხადა მაიკლმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული