ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი

AutoSharing Option
30 აგვისტოს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ცნობილი ხდება, მსუბუქი მარკის ავტომობილის მძღოლი საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო მეტრეველია.