US OPEN 2016. II დღე: ივო კარლოვიჩის 61!

AutoSharing Option
აშშ-ის ღიას მეორე დღეს ერთი უნიკალური რეკორდი დამყარდა. ხორვატმა ივო კარლოვიჩმა ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუსთან ხუთსეტიან მატჩში 61 (!) ეისი ჩააწოდა.

ეს არის ამ ტურნირის აბსოლუტური რეკორდი და ყველა დროის მეოთხე შედეგი. წინა რეკორდი ნიუ იორკში ჰოლანდიელ რიხარდ კრაიჩეკს ეკუთვნოდა და 49 ეისს უდრიდა.

მატჩის ანგარიში კი ასეთია - 4:6, 7:6(7:4), 6:7(4:7), 7:6(7:5), 7:5. მეორე წრეში კარლოვიჩი ამერიკელ დონალდ იანგს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული