რიო 2016: ზიკას ვირუსის გამო პანიკა იზრდება - ბერდიხის, რაონიჩის, ჰალეპისა და პლიშკოვას უარი

AutoSharing Option
მსოფლიოს მერვე ჩოგანმა ტომაშ ბერდიხმა უარი განაცხადა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რისი მიზეზიც ზიკას ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეა.

ჩეხმა ჩოგბურთელმა საკუთარ "ფეისბუქზე" მოუხადა ბოდიში გულშემატკივრებს:

"ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო, მაგრამ მე მონაწილეობას არ მივიღებ 2016 წლის ოლიმპიადაში. ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მასზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი.

ჩემი უარის მიზეზი ზიკას ვირუსია, რომელიც გავრცელებულია ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში. არცთუ ისე დიდი ხნის წინ შევქმენი ოჯახი და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო საკუთარი ახლობლების უსაფრთხოებისთვის".

ბერდიხს მიბაძა წლევანდელი უიმბლდონის ფინალისტმა მილოშ რაონიჩმა.

"დიდი ხნის
ფიქრის შემდეგ მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შინ ვრჩები პირადი უსაფრთოებიდან გამომდინარე. არ დაგიმალავთ, სერიოზულად ვარ შეშფოთებული ზიკას ვირუსის გამო", - განაცხადა კანადელმა ჩოგბურთელმა.

ასევე  ორი სერიოზული დანაკლისი იქნება რიოს საჩოგბურთო ტურნირის ქალთა ბადეში. კერძოდ, უარი თქვეს ბრაზილიაში გამგზავრებაზე რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბასილაშვილის 0ქრს აღების შანსი იზრდება :D
dato
16:11 18-07-2016
0

სიახლეები პოპულარული