საქართველოსთვის დევისის თასი მოულოდნელი შედეგით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დევისის თასზე მარცხი იწვნია.

სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის საქართველო-დანიის დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კრისტიან სიგსგაარდს შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად, მარცხი განიცადა. ბასილაშვილმა ოთხს სეტში ანგარიშით 7:6, 1:6, 4:6, 4:6 წააგო.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კრისტიან სიგსგაარდი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში საერთოდ არ არის ასახული და შესაბამისად, ბასილაშვილს ყველა ფავორიტად მიიჩნევდა, რომელიც რეიტინგში 118-ე ადგილზეა.

დღის მეორე შეხვედრაში გიორგი ცივაძე (854) ფრედერიკ ნილსენს (374) დაუპირისპირდება.
ასევე დაგაინტერესებთ