ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება

AutoSharing Option
ყურადღების ცენტრშია შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი, რომელიც წარმატებით მიიწევს წინ ქალთა წყვილების თანრიგში და მიქსტში. ვეტერანს გუშინ ორჯერ მოუწია კორტზე გასვლა.

დილის სესიაში, მან და ინდოელმა სანია მირზამ (ეს წყვილი პირველ ნომრად არის განთესილი) მეოთხედფინალში მოუგეს გერმანელი ანა-ლენა გრონეფელდისა და ამერიკელი კოკო ვანდევეგეს დუეტს - 6:2, 4:6, 6:1.

გარკვეული პაუზის შემდეგ, ჰინგისი ისევ ვიხილეთ მარგარეტ კორტის სახელობის მოედანზე, ამჯერად, მამაკაც ინდოელთან ლეანდერ პაესთან ერთად.

მიქსტის მეორე წრეც წარმატებული აღმოჩნდა შვეიცარიელისთვის. შეგახსენებთ, რომ ჰინგისმა გასულ სეზონში ხუთი ტიტული მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე.
წელს აღებული ტემპით თუ ვიმსჯელებთ, მარტინას შეუძლია შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული