ნოვაკ ჯოკოვიჩის უიღბლობა გრძელდება

AutoSharing Option
მსოფლიოს მეოთხე ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 99 პროცენტით გამოტოვებს "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ჩემპიონატს - აშშ-ის ღია პირველობას. ამის შესახებ აცხადებს ექიმი ზდესლავ მილინკოვიჩი, რომელმაც შეამოწმა ჩოგბურთელის ტრავმირებული იდაყვი.

სრული აღდგენისთვის 30 წლის ნოვაკს დასჭირდება ექვსიდან 12 კვირამდე პერიოდი. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე უიმბლდონის მეოთხედფინალში და მიზეზი სწორედ იდაყვის დაზიანება იყო.

"ახლა, სიმპტომებმა ოდნავ იკლო. ის შეხვდა სპეციალისტებს ტორონტოში, აგერთვე, კონსულტაცია გაიარა ჩვენს ექსპერტებთან, - აცხადებს მილინკოვიჩი. - ახლა, მნიშვნელოვანია სხვა პროცედურები, რაც დაეხმარება მკურნალობაში. ნოვაკს არ
ჰქონდა საკმარისი დრო აღდგენისთვის და სერიოზული ტრავმით თამაშობდა".

ამერიკის ღია პირველობა 28 აგვისტოს იწყება. მანამდე სერბს მოუწევს ცინცინატისა და მონრეალის "მასტერსების" გამოტოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული