კიმ კლეისტერსი და ენდი როდიკი დიდების დარბაზში შეიყვანეს

AutoSharing Option
ბელგიელი კიმ კლაისტერსი და ამერიკელი ენდი როდიკი ქალაქ ნიუპორტში ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ორივე ჩოგბურთელი, აქტიური კარიერის დროს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო.

"ეს განსაკუთრებული მოვლენაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ჩემი ოჯახის ყველა წევრისთვის. ყველა, ვინც ადრე ამ სცენაზე იდგა და მომავალში იდგება, ჩოგბურთის მიმართ დიდ ვნებას განიცდის", - აღნიშნა კლაისტერსმა.

34 წლის კიმს კარიერაში 41 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, ოთხჯერ იყო "დიდი სლემის" ჩემპიონატის გამარჯვებული. 34 წლის როდიკმა კარიერა 32 ტიტულით დაასრულა. ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას კი 2003 წელს, აშშ-ის
ღია პირველობაზე მიაღწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული