ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ღია პირველობას გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (51) ბასტადში, შვედეთის ღია პირველობაზე ჩაერთო, რომელიც ATP-ის ტურის 250-იანი სერიის შეჯიბრებაა და თიხნარზე იმართება.

I წრეში ქართველი ჩოგბურთელი მე-9 ნომრად განთესილ ორასიო სებალიოსს (56) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 3:6. ჩვენებურმა სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება (ორჯერ პირველ სეტში), მატჩი კი სულ საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.

სებალიოსი მომდევნო წრეში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს დაუპირისპირდება, ხოლო ჩვენებური მონაწილეობისთვის 4,8 ათას ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული