ფედერერის იღბლიანი 19 და უილიამსების "რისხვა" მუგურუსა

AutoSharing Option
უიმბლდონის 131-ე გათამაშების ტრიუმფატორებმა, გარბინ მუგურუსამ და როჯერ ფედერერმა რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
  • როჯერ ფედერერმა, თავისი მე-19 უეიმბლდონი, 19 სეტში, კორტ SW19-ზე ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში მე-19 "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო
  • როჯერ ფედერერი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც უიმბლდონი 8-ჯერ მოიგო. მან პიტ სამპრასისა და უილიამ რენშოუს რეკორდი გააუმჯობესა
  • როჯერ ფედერერი პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც "დიდი სლემის" რომელიმე ერთ ტურნირზე ფინალში 11-ჯერ ითამაშა
  • როჯერ ფედერერი უიმბლდონის ღია პირველობის ისტორიაში მეორე, ხოლო 1976 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ტურნირი სეტის
    წაუგებლად მოიგო
  • გარბინ მუგურუსა მე-2 ესპანელი ქალი ჩოგბურთელია მისი ამჟამინდელი მწვრთნელის, კონჩიტა მარტინესის შემდეგ, რომელმაც უიმბლდონი მოიგო
  • გარბინ მუგურუსა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში როგორც სერენა, ასევე ვინუს უილიამსი დაამარცხა
  • ვინუს უილიამსმა, უიმბლდონზე, ანგარიშით 0:6 სეტი კარიერაში პირველად წააგო

- უიმბლდონი - როჯერ ფედერერის სამფლობელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული