უიმბლდონი. III დღე: ენდისა და რაფას საჩემპიონო თამაში

AutoSharing Option
მამაკაცთა ტურნირზე ისევ მოულოდნელი შედეგების გარეშე ჩაიარა დღემ. ერთადერთი განთესილი, ვინც ბრძოლას გამოეთიშა, მე-14 ნომერი ლუკ პუიე იყო, რომელიც პოლონელ იერჟი იანოვიჩთან დამარცხდა.

ძალიან დამაჯერებელი იყო გუშინ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი, რომელმაც 31 "ვინერსი" დააგროვა, მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ხუთი ბრეიკი შეასრულა გერმანელი დასტინ ბრაუნის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა 2015 წელს, მეორე წრეში რაფაელ ნადალი დაამარცხა და დიდი სენსაციაც მოახდინა, მაგრამ, ამჯერად, მარეისთან შანსი არ ჰქონდა - 3:6, 2:6, 2:6. მესამე წრეში ენდი ფაბიო ფონინის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში
3:3 აქვს.

* * *
ასევე საჩემპიონო თამაშს უჩვენებს რაფაელ ნადალი, რომელიც მეორე წრეში ამერიკელ დონალდ იანგს ეთამაშებოდა და სამ სეტში მოუგო - 6:4, 6:2, 7:5. ესპანელი 2011 წლის შემდგ, მხოლოდ მეორედ გავიდა უიმბლდონის მესამე წრეში. ესპანელი ყველა კომპონენტში შეუდარებელი იყო - 37 "ვინერსი" ჰქონდა, ბადესთან ქულების 79 პროცენტი აიღო (34-დან 27) და პირველი მოწოდებით ქულების 80 პროცენტი მოაგროვა. ესპანელის შემდეგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.

კაცები
II წრე

მარეი (ბრიტ, 1)-ბრაუნი (გერ) 6:3, 6:2, 6:2
ნადალი (ესპ, 4)-იანგი (აშშ) 6:4, 6:2, 7:5
ჩილიჩი (ხორ, 7)-ფ. მაიერი (გერ) 7:6(2), 6:3, 7:5
ნიშიკორი (იაპ, 9)-სტახოვსკი (უკრ) 6:4, 6:7(7), 6:1, 7:6(6)
ცონგა (საფ, 12)-ბოლელი (იტა) 6:1, 7:5, 6:2
იანოვიჩი (პოლ)-პუიე (საფ, 14) 7:6(4), 7:6(5), 3:6, 6:1
მიულერი (ლუქ, 16)-როსოლი (ჩეხ) 7:5, 6:7(7), 4:6, 6:3, 9:7
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18)-გოიოვჩიკი (გერ) 6:2, 6:1, 3:6, 6:3
კუერი (აშშ, 24)-ბასილაშვილი (საქ) 6:4, 4:6, 6:3, 6:3
ჯონსონი (აშშ, 26)-ალბოტი (მაკ) 6:3, 6:3, 4:6, 6:3
ფონინი (იტა, 28)-ვესელი (ჩეხ) 7:6(3), 6:4, 6:2
ხაჩანოვი (რუს, 30)-მონტეირუ (ბრა) 3:6, 7:6(5), 7:6(3), 7:5
პერი (საფ)-ერბერი (საფ) 7:6(4), 6:1, 6:4
ანდერსონი (ს. აფრ)-სეპი (იტა) 6:3, 7:6(4), 6:3
ბემელმანსი (ბელ)-მედვედევი (რუს) 6:4, 6:2, 3:6, 2:6, 6:3
ბედენე (ბრიტ)-ძუმჰური (ბოს) 6:3, 3:6, 6:3, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული