უიმბლდონი. I დღე: დიდი დაბრუნებები

AutoSharing Option
ქალთა ტურნირზე დღემ უსენსაციოდ ჩაიარა. მხოლოდ ორი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას - 26-ე ნომერი მირიანა ლუჩიჩი და 31-ე ნომერი რობერტა ვინჩი. მიუხედავად ამისა, დღე ძალიან საინტერესო იყო.

2015 წლის შემდეგ პირველად მოიგო უიმბლდონზე მატჩი ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ. მისთვის კატასტროფულად დაიწყო შეხვედრა 18 წლის ამერიკელ სისი ბელისთან - 0:4 ჩამორჩა, მაგრამ ნელ-ნელა შევიდა თამაშში და მართალია, პირველი სეტის გადარჩენა ვერ მოახერხა, მომდევნო ორ პარტიაში მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს - 3:6, 6:2, 6:1.

* * *
ასევე წარმატებული დაბრუნება გამოუვიდა ორგზის ჩემპიონ
პეტრა კვიტოვას - 6:3, 6:4 მოუგო შვედ იოჰანა ლარსონს, რომელსაც უიმბლდონზე შვიდიდან შვიდი წაგება აქვს. ჩეხმა აგრესიული ჩოგბურთი აჩვენა - 31 "ვინერსი" და 7 ეისი. პეტრა თითო სეტში ორ ბრეიკს აკეთებდა და თითო საკუთარ მოწოდებას თმობდა.

* * *
როლან გაროსის ფინალში წაგების შემდეგ, "დიდი სლემის" მორიგი ტიტულისთვის და კლასიფიკაციაში ლიდერობისთვის მორიგი ბრძოლა დაიწყო მსოფლიოს მეორე ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა. რუმინელი ერთ-ერთია იმ სამი ჩოგბურთელიდან (ანჟელიკ კერბერთან და კაროლინა პლიშკოვასთან ერთად), ვისაც შეუძლია ამ უიმბლდონის შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდეს.

ჰალეპმა კარგი ფორმა აჩვენა ზელანდიელი მარინა ერაკოვიჩის წინაღმდეგ - 6:4, 6:1 მოიგო საათსა და 15 წუთში.

* * *
სერიოზული პრობლემებით შეხვდა უიმბლდონს 37 წლის ვინუს უილიამსი, რომელიც ეჭვმიტანილია ავტოავარიის მოწყობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ლეგენდარულმა ამერიკელმა თავისი მე-20 უიმბლდონი ბელგიელი ელის მერტენსის ორ სეტში დამარცხებით დაიწყო - 7:6(7), 6:4.

ვინუსს შეეძლო უფრო იოლად მოეგო, მაგრამ პირველ სეტში 3:0 უპირატესობა გაანიავა და მხოლოდ მეექვსე სეტბოლის გამოყენება შეძლო.

ქალები
I წრე

ჰალეპი (რუმ, 2)-ერაკოვიჩი (ზელ) 6:4, 6:1
სვიტოლინა (უკრ, 4)-ბარტი (ავსტრა) 7:5, 7:6(8)
კონტა (ბრიტ, 6)-ჰსიე (ტაივ) 6:2, 6:2
ციბულკოვა (სლოვაკ, 8)-პეტკოვიჩი (გერ) 6:3, 3:6, 9:7
ვ. უილიამსი (აშშ, 10)-მერტენსი (ბელ) 7:6(7), 6:4
კვიტოვა (ჩეხ, 11)-ლარსონი (შვედ) 6:3, 6:4
ოსტაპენკო (ლატ, 13)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:0, 1:6, 6:3
ვესნინა (რუს, 15)-ბლინკოვა (რუს) 6:4, 5:7, 6:2
კისი (აშშ, 17)-ჰიბინო (იაპ) 6:4, 6:2
სევასტოვა (ლატ, 18)-პუტინცევა (ყაზ) 6:1, 7:6(3)
გარსია (საფ, 21)-ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:1, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 22)-სეპედე როიგი (პარ) 6:3, 63
სუარეს ნავარო (ესპ, 25)-ბუშარი (კან) 1:6, 6:1, 6:1
ვიტჰოფტი (გერ)-ლუჩიჩი (ხორ, 26) 6:3, 5:7, 8:6
კონიუჰი (ხორ, 27)-ლისიცკი (გერ) 6:1, 6:4
კრ. პლიშკოვა (ჩეხ)-ვინჩი (იტა, 31) 7:6(6), 6:2
ბრეიდი (აშშ)-კოვინიჩი (მონ) 6:3, 6:1
ბეგუ (რუმ)-ბროუდი (ბრიტ) 6:4, 6:2
ოსაკა (იაპ)-სორიბესი (ესპ) 6:3, 7:6(3)
ვანგი (ჩინ)-ჩანგი (ტაივ) 6:3, 6:4
აბანდა (კან)-ნარა (იაპ) 6:2, 6:4
ჯორჯი (იტა)-კორნე (საფ) 5:7, 6:4, 6:4
საბალენკა (ბლრ)-ხრომაჩოვა (რუს) 6:3, 6:4
სკიავონე (იტა)-მინელა (ლუქ) 6:1, 6:1
ვეკიჩი (ხორ)-ვიხლიანცევა (რუს) 6:7(6), 6:4, 6:1
საკარი (საბ)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 6:4
ბოგდანი (რუმ)-დუანი (ჩინ) 6:4, 6:2
ბრენგლი (აშშ)-ჰოგენკამპი (ჰოლ) 6:3, 6:3
აზარენკა (ბლრ)-ბელისი (აშშ) 3:6, 6:2, 6:1
უოტსონი (ბრიტ)-ზანევსკა (ბელ) 6:1, 7:6(5)
პენგი (ჩინ)-ვონდროუშოვა (ჩეხ) 6:7(5), 6:0, 6:4
ჰადად მაია (ბრა)-რობსონი (ბრიტ) 6:4, 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული