ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
3 ივლისს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (51) უიმბლდონის ტურნირის I წრეში ჩაერთო. მისი მეტოქე არგენტინელი კარლოს ბერლოკი (80) იყო. ქართველმა არგენტინელს სამ სეტში აჯობა - 6:4, 7:6 (7:3), 6:1.

შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ახლა ბასილაშვილის მეტოქე 24-ე ნომრად განთესილი ამერიკელი სემ კუერი (28) იქნება. კუერი კარიერაში მესამედ გავიდა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბასილაშვილის უდიდესი მიღწევა უიმბლდონზე მესამე წრეში თამაშია (2015). დღევანდელი მოგებით ფაქტობრივად, გადაწყდა, რომ ჩვენებური რეიტინგში წინ წაიწევს და კარიერაში პირველად
შევა ტოპ-50-ში.

უიმბლდონის ტურნირის საპრიზო ფონდი დაახლოებით 35 მილიონი ევროა. ჩვენებურმა უკვე გაინაღდა 45 ქულა და დაახლოებით 65 ათასი ევრო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლუკა - "თამაში გაგრძელდა 2:18 წუთს, შეასწორეთ". რას იძლევა დროის შესწორება? რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ხანს გაგრძელდა ის!!! მოკლედ, ეს ქართველები ისეთ წვრილმან რამეზე ამახვილებთ ყურადღებას, გეგონებათ ყველაფერს პუნქტუალურად და უმაღლესი სიზუსტით ასრულებდნენ.
saqo
18:26 03-07-2017
0
ყოჩაღ!!!
დათო
18:08 03-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული