ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველი ჩოგანმა, ამერიკელმა ვინუს უილიამსმა ფლორიდაში ავტოსაგზაო ავარიის პროვოცირება მოახდინა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩოგბურთელმა თავისი Toyota Sequoia-თი ცუდად გადაკვეთა გზაჯვარედინი პალმ-ბიჩში და მას Hyundai Accent შეეჯახა, რომლის საჭესთან ხანში შესული ქალი იჯდა. ინციდენტი 9 ივნისს მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სერიოზული დაზიანებები მიიღო 78 წლის მამაკაცმა ჯერომ ბარსონმა, რომელიც ორი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. საჭესთან მჯდომი მისი მეუღლე მცირე დაზიანებებით გადარჩა.

პოლიციის ოფისში ავარიაში დამნაშავედ უილიამსია მოხსენიებული, - იტყობინება Live Tennis.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით ვინუს უილიამსის ადვოკატმა
მალკოლმ კანინგემმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ არის დამნაშავე ავტოსაგზაო შემთხვევაში.

"უილიამსი გზაჯვარედინზე მწვანე შუქზე გავიდა. პოლიციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ვინუსი საათში 5 მილის სიჩქარით მოძრაობდა, როცა ქალბატონი ბარსონი მას თავისი ავტომობილით შეეჯახა. ხელისუფლება არ ადანაშაულებს უილიამსს. ეს უბედური შემთხვევა იყო და ვინუსი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა კანინგემმა The New York Times-თან კომენტარში.

ამჟამად, ვინუს უილიამსი მე-11 ადგილზეა WTA-ის კლასიფიკაციაში. ამ ინციდენტის მიუხედავად, ამერიკელი უიმბლდონზე თამაშს აპირებს. მისი პირველი მეტოქე ბელგიელი მერტენსი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული