ქართველი ჩოგბურთელები: ერთი მარცხი ორი მოგების წილ

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების წევრები ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან და იქაურ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ.

* * *
ეკატერინე გორგოძე მარსელის (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. პირველ წრეში თავისუფალი იყო. მომდევნო ორ შეხვედრაში მასპინძლებს - მაუდ ვიგისა (6:4, 6:0) და მარი ტემინის (4:6, 6:4, 6:2) აჯობა, რითაც ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. სტარტზე იგი მე-5 ნომრად განთესილ დალილა იაკუპოვიჩთან (სლოვენია) გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილებში გორგოძე ალონა ფომინასთანაა (უკრაინა) შეამხანაგებული. ქართულ
-უკრაინულმა დუეტმა პირველ წრეში მიხაელა ჰონკოვა (სლოვაკეთი) და შერაზად რეი (საფრანგეთი) დაამარცხა - 6:3, 7:5, მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილ ნათელა ძალამიძესა და ვერონიკა კუდერმეტოვას (ორივე-რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა "ველური ბარათით" მიწვეული ალექსანდრა დულგარუ (რუმინეთი) და ანჰელინა კალინინა (უკრაინა) ჩამოიშორეს გზიდან - 7:6, 6:1.

* * *
უზბეკურ ნამანგანში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდის ძალებს მარიამ ბოლქვაძე. ერთეულთა თანრიგში მან პირველი ბარიერი გადალახა: რუსი ალიონა ტარასოვა დაჯაბნა - 6:2, 6:1. მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე იქნება მასპინძელი ნიგინა აბდურაიმოვა, რომელსაც განთესვით მესამე ნომერი აქვს. ამ უკანასკნელმა გუშინ ანასტასია გასანოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:3, 6:2. ქართველ ჩოგბურთელს რევანშის შანსი ეძლევა, რადგან წყვილებში ქსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) ერთად იგი ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ნიგინა აბდურაიმოვასა და ქსენია ლიკინასთან (რუსეთი) დამარცხდა - 4:6, 2:6.

* * *
ბრეშას (იტალია) 60.000-იან ტურნირში დღეს ჩაებმება სოფიო შაფათავა - იგი კატალინა პელას (არგენტინა) ეთამაშება. წარმატების შემთხვევაში მონტსერატ გონსალესსა (პარაგვაი) და მარტინა ტრევისანს (იტალია) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

* * *
ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ, წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. მსოფლიო კლასიფიკაციაში ქართველთა მაჩვენებლები ასეთია:

ერთეულები. 228 (244). სოფიო შაფათავა (236), 360 (358). ეკატერინე გორგოძე (114), 518 (509). მარიამ ბოლქვაძე (57), 690 (682). სოფიო ქვაცაბაია (30), 878 (868). ოქსანა კალაშნიკოვა (14).
წყვილები. 67 (65). ოქსანა კალაშნიკოვა (1200), 213 (210). სოფიო შაფათავა (302), 239 (233). ეკატერინე გორგოძე (255), 482 (481). სოფიო ქვაცაბაია (91), 582 (578). მარიამ ბოლქვაძე (65), 722 (728). თათია მიქაძე (37), 1287 (1274). ლანა კენჭიაშვილი (3), ანა შანიძე (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული