როლან გაროსი: დამაჯერებელი ფავორიტები

AutoSharing Option
ამასობაში, ბრიტანელი ენდი მარეი ზედიზედ 25-ედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მერვედფინალში. რა თქმა უნდა, ფავორიტთაგან ყველაზე რთული მეტოქე მას ჰყავდა არგენტინელი მარტინ დელ პოტროს სახით, რომელიც "დიდ სლემზე" მე-100 შეხვედრას ატარებდა. ბრიტანელმა იუბილე გაუფუჭა დელ პოტროს - ამისთვის მას 44 "ვინერსის" აღება და 17-დან 6 ბრეიკ-პოინტის გამოყენება დასჭირდა. მარეის როლან გაროსის ბოლო 10 გათამაშებიდან მერვედ ვხედავთ მერვედფინალში.

ენდის აღარ მოუწია ზედიზედ მესამე ოთხსეტიანი მატჩის ჩატარება. პირველი სეტი მთელი მატჩის მშვენება გამოდგა. ის საათნახევარი (!) გაგრძელდა და დელ პოტრო ახლოს იყო
მოგებასთან - ბრეიკით იგებდა და ორი სეტბოლი ჰქონდა, შემდეგ კიდევ ორი ასეთი შანსი მიიღო ტაი-ბრეიკზე, თანაც ერთი - საკუთარ მოწოდებაზე. არგენტინელმა ეს შესაძლებლობებიც გაანიავა და დათმო მარათონული პარტია.

მეორე სეტში გადარჩენაზე ზრუნვა უკვე დელ პოტროს მოუწია, რადგან თავიდანვე ჩამორჩა ბრეიკით. მარეი არანაირ შანსს არ აძლევდა მეტოქეს, მხოლოდ ოთხი ქულა დათმო პირველ ოთხ საკუთარ გეიმში, მაგრამ ნერვებს ვერ გაუმკლავდა და არგენტინელს უკუბრეიკი შეასრულებინა, როცა სეტზე აწვდიდა - 5:5. მაგრამ, ამის შემდეგ, დელ პოტროს მატჩში გეიმი არ აუღია - მარეიმ იქვე ისევ გააკეთა ბრეიკი და ამას კიდევ ზედიზედ შვიდი მოგებული გეიმი დაუმატა - 7:6(8), 7:5, 6:0.

* * *
სტენ ვავრინკას ისევ გაუჭირდა პირველ სეტში, მაგრამ, საერთო ჯამში, დამაჯერებლად გავიდა მერვედფინალში. შვეიცარიელს პირველ წრეში სამი სეტბოლის მოგერიება მოუწია სრულიად უცნობი იოზეფ კოვალიკის წინააღმდეგ. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო იტალიელი ფაბიო ფონინისთან შეხვედრაში - სამი მოგერიებული სეტბოლი და შემდეგ, იოლად მოგებული ორი სეტი - 6:0, 6:2. გრუნტის სეზონის ხუთიდან ორი მატჩის წაგებით დაწყების შემდეგ, შვეიცარიელს ექსმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რომელიც გასულ კვირას, ჟენევის ტურნირის მოგებას მოიცავს.

* * *
არ უჩივიან სათამაშო ფორმას მარინ ჩილიჩი და ფერნანდო ვერდასკო. ჩილიჩმა საათსა და 47 წუთში გაანადგურა ფელისიანო ლოპესი - 6:1, 6:3, 6:3. ხორვატისთვის ეს იყო მე-100 მოგება გრუნტის საფარიან კორტებზე. ჩილიჩმა შვიდი ბრეიკი შეასრულა და 31 "ვინერსი" მიითვალა. ეს მისი მეოთხე გასვლაა როლან გაროსის მერვედფინალში და თუ ამ ეტაპზე კევინ ანდერსონს მოუგებს, პირველად ითამაშებს მეოთხედფინალში. გრუნტის სეზონში ხორვატმა მოიგო სტამბოლის ტურნირი, აგრეთვე, მეოთხედფინალამდე მიაღწია მონტე კარლოსა და რომაში.

რაც შეეხება ფერნანდო ვერდასკოს, მან მხოლოდ ექვსი გეიმი დაუთმო ბოლო დროს კარგად მოთამაშე ურუგვაელს პაბლო კუევასს - 6:2, 6:1, 6:3. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა პირველ წრეში რომის "მასტერსის" ჩემპიონს ალექსანდრ ზვერევს მოუგო.

კაცები
II წრე
მარეი (ბრიტ, 1)-კლიჟანი (სლოვაკ) 6:7(3), 6:2, 6:2, 7:6(3)
ვავრინკა (შვეიც, 3)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:4, 7:6(5), 7:5
ჩილიჩი (ხორ, 7)-კრავჩუკი (რუს) 6:3, 6:2, 6:2
ნიშიკორი (იაპ. 8)-შარდი (საფ) 6:3, 6:0, 7:6(5)
ხაჩანოვი (რუს)-ბერდიხი (ჩეხ, 13) 7:5, 6:4, 6:4
მონფილსი (საფ, 15)-მონტეირო (პორ) 6:1, 6:4, 6:1
ანდერსონი (ს. აფრ)-კირგიოსი (ავსტრა, 18) 5:7, 6:4, 6:1, 6:2
ისნერი (აშშ, 21)-ლორენცი (იტა) 6:3, 7:6(3), 7:6(2)
კუევასი (ურუ, 22)-კიკერი (არგ) 6:4, 6:4, 6:4
გასკე (საფ, 24)-ესტრელია (დომ) 6:1, 6:0, 6:4
ფონინი (იტა, 28)-სეპი (იტა) 6:4, 7:5, 6:3
დელ პოტრო (არგ, 29)-ალმაგრო (ესპ) 6:3, 3:6, 1:1 უარი
ფ. ლოპესი (ესპ)-ფერერი (ესპ, 30) 7:5, 3:6, 7:5, 4:6, 6:4
ვერდასკო (ესპ)-ერბერი (საფ) 6:3, 3:6, 4:6, 6:3, 6:3
ჩუნგი (კორ)-ისტომინი (უზბ) 6:1, 7:5, 6:1
ედმუნდი (ბრიტ)-ოლივო (არგ) 7:5, 6:3, 6:1

1/16 ფინალი
მარეი (ბრიტ, 1)-დელ პოტრო (არგ, 29) 7:6(8), 7:5, 6:0
ჯოკოვიჩი (სერ, 2)-შვარცმანი (არგ) 5:7, 6:3, 3:6, 6:1, 6:1
ვავრინკა (შვეიც, 3)-ფონინი (იტა, 28) 7:6(2), 6:0, 6:2
ნადალი (ესპ, 4)-ბასილაშვილი (საქ) 6:0, 6:1, 6:0
რაონიჩი (კან, 5)-გარსია ლოპესი (ესპ) 6:1, 1:0
ტიმი (ავსტრია, 6)-ჯონსონი (აშშ, 25) 6:1, 7:6(4), 6:3
ჩილიჩი (ხორ, 7)-ფ. ლოპესი (ესპ) 6:1, 6:3, 6:3
ნიშიკორი (იაპ. 8)-ჩუნგი (კორ) 7:5, 6:4, 6:7(4), 0:3 გადაიდო
სებალიოსი (არგ)-გოფენი (ბელ, 10) 4:5 უარი
კარენო ბუსტა (ესპ, 20)-დიმიტროვი (ბულ, 11) 7:5, 6:3, 6:4
გასკე (საფ, 24)-მონფილსი (საფ, 15) 5:6 გადაიდო
რამოსი (ესპ, 19)-პუიე (საფ, 16) 6:2, 3:6, 5:7, 6:2, 6:1
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 17)-ვესელი (ჩეხ) 6:3, 6:4, 6:3
ხაჩანოვი (რუს)-ისნერი (აშშ, 21) 7:6(1)
ვერდასკო (ესპ)-კუევასი (ურუ, 22) 6:2, 6:1, 6:3
ანდერსონი (ს. აფრ)-ედმუნდი (ბრიტ) 6:7(6), 7:6(4), 5:7, 6:1, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული