ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსი" მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
29 მაისს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის "როლან გაროსის" პირველ წრეში ჟილ სიმონი დაამარცხა.

ბასილაშვილმა (63) ფრანგი მეტოქე, რომელიც რეიტინგში 32-ე ადგილზეა, 4 სეტში ანგარიშით 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სერბი ვიქტორ ტროიცკი იქნება, რომელიც რეიტინგში 35-ე ადგილზეა.

1/32-ფინალური მატჩი 31 მაისს, ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ