როჯერ ფედერერი ისევ მოდაშია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მორიგი სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა.

ამჯერად, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის სპონსორი გახდა ცომეული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Barilla.

ამერიკული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, ეს კონტრაქტი ფედერერს დაახლოებით 40 მილიონ დოლარს მოუტანს.

"ძალიან დიდ ხანს გვინდოდა ჩვენი პროდუქცია სწორედ როჯერს წარმოედგინა, რადგან ის არა მხოლოდ შესანიშნავი ჩოგბურთელი, არამედ, ბრწყინვალე ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ფედერერთან მოლაპარაკება", - განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ლუკა ბარილამ.

"Barilla-ს პასტა მეხმარება ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ენერგიის მიღებაში. ახლა, კორტზე და ოჯახურ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიური ვიქნები",
- უკვე დაიწყო კომპანიის პროდუქტის რეკლამირება ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული