დევისის თასი: საქართველოს ნაკრები საერთო ჯამში ლიტვასთან დამარცხდა

AutoSharing Option
9 აპრილს, "მზიურის" კორტებზე, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ლიტვასთან მორიგი შეხვედრა გამართა. 

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრები ლიტვასთან საერთო ჯამში ანგარიშით 2:3 დამარცხდა და პირველ დივიზიონში გადასასვლელი პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

დღეს ერთეულთა თანრიგში ჯერ ნიკოლოზ ბასილაშვილი ლაურინას გრიგელის შეხვდა და სამ სეტში 6:0, 6:1, 6:0 დაამარცხა.

გადამწყვეტი ბრძოლა კი გიორგი ცივაძეს მოუწია, რომელიც სამწუხაროდ ლუკას მუგევიციუსთან 4 სეტში 4:6, 2:6, 6:1, 4:6 დამარცხდა.
ასევე დაგაინტერესებთ