მარია შარაპოვა Vogue-ის აპრილის ნომრის გმირი გახდება

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ჟურნალ Vogue-ის აპრილის ნომრის გმირი გახდება.

ფოტოსესიის ერთი სურათი მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა საკუთარ "ინსტაგრამზე" დადო და კომენტარიც დაურთო: "მადლობა ჟურნალ Vogue-ს და ფოტოგრაფ ჯონათან ვან მეტერს ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩემი მგზავრობების გაშუქებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ენი ლეიბოვიცს ამ მძლავრი ფოტოსთვის".

სხვათა შორის, ინტერნეტში გავრცელდა Vogue-სთვის მიცემული ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი, რომელშიც მარია ამბობს, რომ დისკვალიფიკაციის პერიოდში, ალკოჰოლის უფრო ხშირად გამოყენება დაიწყო.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცილებით მეტ ალკოჰოლს ვიღებდი, ვიდრე ოდესმე ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ ეს არ
უკავშირდება დეპრესიას, არამედ იმას, რომ უფრო ხშირად მიწევდა წვეულებებზე სიარული. მხოლოდ ჩოგბურთით რომ ვიყო დავკავებული, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდი", - განაცხადა შარაპოვამ.

მარიას დისკვალიფიკაციას 26 აპრილს გასდის ვადა. სწორედ ამ დღეს, ის პირველ შეხვედრას ჩაატარებს შტუტგარტის ტურნირზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული