20 მარტს როქი იქნება - სერენას ტახტიდან ჩამოაგდებენ

AutoSharing Option
20 მარტს, ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (WTA) რეიტინგის პირველი ნომერი შეიცვლება.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა გამოაცხადა, რომ ორივე მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირს. შარშან, სერენამ ფინალამდე მიაღწია და ბელარუს ვიქტორია აზარენკასთან დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც უმცროს უილიამსს ახალ რეიტინგში შარშანდელი ფინალისთვის მოპოვებული ქულები ჩამოაკლდება, მას პირველ ადგილს ჩამოართმევს გერმანელი ანჟელიკ კერბერი. ეს უკანასკნელი ერთხელ უკვე იყო კლასიფიკაციის ლიდერი - 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე.

მოგვიანებით, სერენა უილიამსმა ასევე ოფიციალურად გამოცხადა, რომ მარტში გასამართ მეორე
დიდ ტურნირსაც გამოტოვებს, რომელსაც მაიამიმ უნდა უმასპინძლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული