სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისში რეიტინგფავორიტ ივო კარლოვიჩს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მემფისის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია, ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ნიკას სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი მეტიუ ებდენი (490)
იქნება, რომელმაც ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (114) მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გაიხარე!!!
ვაჟა
16:24 17-02-2017
0
ებდენთან უფრო გაუჭირდება. ის მოწოდებასთან ერთად თამაშობს კიდეც. რეიტინგი იმდენად არაფერს ნიშნავს. შარშან ნახევარი წელი გაუცდა და იმიტომ არის 490-ე რეიტინგში. ებდენი რეიტინგის გასაუმჯობესებლად იბრძვის და ერთი-ორად მონდომებული იქნება.
.........
14:30 17-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული