ოჯახური იდილია დასრულდა

AutoSharing Option
2017 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი შეწყვეტს ურთიერთობას თავის ბიძასთან და მწვრთნელთან ტონი ნადალთან.

"ეს ჩვენი ბოლო სეზონია. მომავალი წლიდან აღარ ვიქნები რაფას მწვრთნელი და მთლიანად გადავერთვები მანაკორში ჩვენი საჩოგბურთო აკადემიის საქმეებზე. მინდა ახალგაზრდა ტალანტები ვავარჯიშო.

იქამდე, სანამ რაფას 17 წელი შეუსრულდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერს მე ვწყვეტდი. შემდეგ გამოჩნდა მენეჯერი კარლოს კოსტა, აზრის გამოთქმა დაიწყო რაფას მამამ... ყოველი წლის შემდეგ, სულ უფრო და უფრო ცოტა გადაწყვეტილებას ვიღებდი და დღეს, ჩემზე არაფერია დამოკიდებული", - განაცხადა ტონი ნადალმა გაზეთ "მარკასთან"
ინტერვიუში.

ტონიმ თავის ნათესავთან ერთად, "დიდი სლემის" 14 ტურნირი მოიგო და ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია ჩოგბურთის ისტორიაში. ის რაფას ოთხი წლის ასაკიდან ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული