ფედერაციის თასი. 1/4 ფინალი: მესამე რაიხი ამერიკაში

AutoSharing Option
სერიოზული სკანდალით აღინიშნა ფედერაციის თასის მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის. ელისონ რისკესა და ანდრეა პეტკოვიჩის მატჩის წინ, თანამედროვე გერმანიის ჰიმნის ნაცვლად, მესამე რაიხის აკრძალული ჰიმნი გაჟღერდა.

ორგანიზატორების საშინელმა შეცდომამ გერმანელი ჩოგბურთელების აღშფოთება გამოიწვია და მათ ამერიკული მხარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

"ეს არის გაუგონარი უპატივცემულობა. ამგვარი რამ, აქამდე, არასოდეს განმიცდია. 13 წელია ფედერაციის თასზე გამოვდივარ და ეს ინციდენტი - უარესია, რაც კი ოდესმე გადამხდენია", - განაცხადა მატჩის შემდეგ, ანდრეა პეტკოვიჩმა.

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) ბოდიში მოუხადა
გერმანიის ნაკრებს.

"ასოციაციას სურს გულწრფელი ბოდიში მოუხადოს გერმანიის ნაკრებსა და მის გულშემატკივრებს ძველი ჰიმნისთვის. ასეთი შეცდომა აღარ განმეორდება", - წერია USTA-ს "ტვიტერში".

ბელარუსი-ჰოლანდია 4:1
მინსკი. ჰარდი
1:0 ალექსანდრა სასნოვიჩი-მიხაელა კრაიჩეკი 4:6, 6:3, 6:2
1:1 არინა საბალენკა-კიკი ბერტენსი 6:3, 6:7(6), 4:6
2:1 ალექსანდრა სასნოვიჩი-კიკი ბერტენსი 6:3, 6:4
3:1 არინა საბალენკა-მიხაელა კრაიჩეკი 7:6(5), 6:4
4:1 გოვორცოვა/ლაპკო-ბურგერი/რუსი 6:4, 6:2

ჩეხეთი-ესპანეთი 3:2
ოსტრავა. ჰარდი
0:1 ბარბორა სტრიკოვა-გარბინ მუგურუსა 0:6, 6:3, 1:6
1:1 კაროლინა პლიშკოვა-ლარა არუაბარენა 6:4, 7:5
2:1 კაროლინა პლიშკოვა-გარბინ მუგურუსა 6:2, 6:2
3:1 ბარბორა სტრიკოვა-ლარა არუაბარენა 6:4, 6:4
3:2 საფაროვა/სინიაკოვა-მარტინეს სანჩესი/სორიბეს ტორმო 3:6, 6:4, 7:10
შვეიცარია-საფრანგეთი

ჟენევა. ჰარდი
1:0 ტიმეა ბაშჩინსკი-ალიზ კორნე 7:5, 6:4
1:1 ბელინდა ბენჩიჩი-კრისტინა მლადენოვიჩი 3:6, 4:6
2:1 ტიმეა ბაშჩინსკი-კრისტინა მლადენოვიჩი 7:6(4), 4:6, 7:5
3:1 ბელინდა ბენჩიჩი-ალიზ კორნე 6:3, 6:4
ბაშჩინსკი/ჰინგისი-ჰესე/მლადენოვიჩი
აშშ-გერმანია

მაული. ჰარდი
1:0 ელისონ რისკე-ანდრეა პეტკოვიჩი 7:6(10), 6:2
კოკო ვანდევეგე-იულია გორგესი 6:3, 3:1 შეწყდა
კოკო ვანდევეგე-ანდრეა პეტკოვიჩი გვიან დასრულდა
ელისონ რისკე-იულია გორგესი გვიან დასრულდა
მატეკი/ვანდევეგე-ზიგემუნდი/ვიტჰოფტი გვიან დასრულდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული