ფედერაციის თასი: საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში ისრაელს მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ტალინში ფედერაციის თასზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში ავსტრიასთან და პოლონეთთან წააგო. ქართველ ჩოგბურთელებს გასავარდნი პლეი ოფის თამაში მოუწიათ, სადაც ისინი ისრაელის გუნდს შეხვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში ადგილი შეინარჩუნა.

ეკატერინე გორგოძემ დენის ჰაზანიუკი სამ სეტში ანგარიშით 6:4, 4:6, 7:5 დაამარცხა. სოფიო შაფათავამ სამ სეტში 4:6, 6:2, 2:6 იულია გლუშკოსთან დათმო. ხოლო წყვილთა თანრიგში ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ იულია გლუშკოსა და შელი კროლიტსკის დუეტს 6:4, 4:6, 6:3 აჯობეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული