ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორ დიმიტროვთან ორ სეტში დამარცხდა

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჩოგბურთელ ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირში გამოსვლა დაასრულა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 87-ეა, 11 თებერვალს გამართულ 1/2-ფინალურ შეხვედრაში 13-ე ადგილზე მყოფ, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთამ ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 3:6 და ტურნირს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალში ბასილაშვილმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ დომინიკ ტიმს მოუგო - 6:4, 6:4, 1/4-ფინალში კი მსოფლიოს რეიტინგში 36-ე ადგილზე მყოფ მარტინ კლიჟანს - 0:6, 6:3, 6:3.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა
- ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება
ATP-ის მერვე ნომერთან [VIDEO]

- ნიკოლოზ ბასილაშვილი "სოფია ოუფენის" ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული