დევისის თასი: საქართველოს ნაკრებმა წყვილთა მატჩში ფინეთთან 0:3 წააგო

AutoSharing Option
4 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის დაპირისპირება წყვილებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ფინეთთან უშანსოდ, სამ სეტში დამარცხა. საერთო ანგარიში სტუმართა სასარგებლოდ 2:1 გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის წყვილმა ჰარი ჰელიოვაარასა და ემილ რუუსუვუორს ვერაფერი დაუპირისპირა - 0:3 (4:6, 0:6, 3:6).

შეგახსენებთ, რომ პირველ სათამაშო დღეს საქართველოს პირველმა ჩოგანმა ბასილაშვილმა ეერო ვაასას 3:1 მოუგო, ხოლო ცივაძე ჰელიოვაარასთან დამარცხდა - 0:3.

საქართველოსა და ფინეთის საჩოგბურთო სამდღიანი დაპირისპირება 5 თებერვალს, ერთეულთა მატჩებით დასრულდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი პატრიკ ნიკლას
სალმინენს დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი ცივაძე - ეერო ვასას.

გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში გადასასვლელად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესთან ითამაშებს, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულს გაუწევს მეტოქეობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული