სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეშვიდედ მოიგო

AutoSharing Option
35 წლის ამერიკელმა სერენა უილიამსმა (2) ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში თავისი, ერთი წლით უფროსი და ვინუსი (13) ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4 და ტურნირის გამარჯვებული კარიერაში მეშვიდედ გახდა.

28 იანვარს მელბურნში ჩატარებულმა ფინალურმა შეხვედრამ საათსა და 21 წუთს გასტანა. სერენას ანგარიშზე 10 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა, 27 "ვინერსი", 23 უნებლიე შეცდომა და 4 ბრეიკია.

ამით უმცროსმა უილიმსმა "დიდი სლემის" სერიის ტურნირებზე კარიერაში 23-ე გამარჯვება იზეიმა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ავსტრალიელ მარგარეტ კორტს ჩამორჩება, რომელსაც "დიდ სლემის" 24 ტურნირი აქვს
მოგებული.

ავსტრალიის ღია პირველობის ვაჟთა ფინალი კვირას, 29 იანვარს გამართება და ტიტულისთვის ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი (9) და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (17) დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული